რეზონანსი
03.07.2025

"მივმართავ "ლელოს", ორივე მხარეს ყოფნა არ გამოვა, გადასაწყვეტი გაქვთ, ან ხართ ივანიშვილის მხარეს და მის არჩევნებში იღებთ მონაწილეობას, ან ხართ ქართველ ხალხთან ერთად" - ლევან ხაბეიშვილი

ორი­ვე მხა­რეს ყოფ­ნა არ გა­მო­ვა, გა­და­სა­წყვე­ტი გაქვთ, ან ხართ ივა­ნიშ­ვი­ლის მხა­რეს და მის არ­ჩევ­ნებ­ში იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ან ხართ ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად, ორი­ვე ერ­თად ვერ გა­მო­ვა , - ასე მი­მარ­თავს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლიტ­საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლი პარ­ტი­ას "ლელო - ძლი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო".

ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ივა­ნიშ­ვი­ლის და­მარ­ცხე­ბის გზა გა­დის „ერ­თი­ა­ნო­ბა­ზე, ქუ­ჩის პრო­ტესტზე და არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იქ­ნე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის ღა­ლა­ტი".

"მივ­მარ­თავ პარ­ტია "ლე­ლოს" - ორი­ვე მხა­რეს ყოფ­ნა არ გა­მო­ვა, გა­და­სა­წყვე­ტი გაქვთ, ან ხართ ივა­ნიშ­ვი­ლის მხა­რეს და მის არ­ჩევ­ნებ­ში იღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ხართ მის მხა­რეს, ან ხართ ქარ­თველ ხალ­ხთან ერ­თად. ვე­რა­ნა­ი­რი სხვა ფორ­მა­ცი­ე­ბი ვერ გა­მო­ვა, ეს იქ­ნე­ბა ქარ­თვე­ლი ხალ­ხის ღა­ლა­ტი და სულ არა­ფე­რი არ ვთქვათ პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, ხალ­ხი არ გა­პა­ტი­ებთ, ამი­ტომ მარ­ტი­ვი არ­ჩე­ვა­ნია გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­და­წყვე­ტი­ლი აქვთ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე მა­ინც ვი­ტო­ვებ იმედს, რომ შე­იც­ვლით პო­ზი­ცი­ას, რად­გან არა­ნა­ი­რი ორი გზა არ არ­სე­ბობს, არ­სე­ბობს მხო­ლოდ ერთი გზა და ეს არის ბო­ი­კო­ტის, პრო­ტეს­ტის გზით, უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ ქუ­ჩის პრო­ტეს­ტი, ივა­ნიშ­ვილს და­ვა­მარ­ცხებთ მხო­ლოდ ქუ­ჩის მძლავ­რი პრო­ტეს­ტით, სხვა გზით არ გა­მო­ვა, ამი­ტომ მკვეთ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მო­გი­წევთ, ამ დრომ­დე რაც ჩანს, სამ­წუ­ხა­როდ აპი­რებთ იქით მხა­რეს და­ბა­ნა­კე­ბას, რაც ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა თქვენ­თვის, მაგ­რამ მა­ინც და­ვი­ტო­ვებ იმედს, რომ იქ­ნებ ბი­ძი­ნას მხა­რეს არ აღ­მოჩ­ნდეს. ეს იქ­ნე­ბა სინ­დი­სის პა­ტიმ­რე­ბის ღა­ლა­ტი, რომ­ლე­ბიც უსა­ფუძ­ვლოდ ჰყავს ივა­ნიშ­ვილს გა­მო­კე­ტი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ლე­ვან ხა­ბე­იშ­ვილ­მა, რო­მელ­საც პარ­ტი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×