რეზონანსი
04.07.2025

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, კაია კალასთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ რუსეთის დამარხცება უკრაინაში პეკინის ინტერესებში არ შედის. ინფორმაციას ჩინური მედია ავრცელებს.

როგორც ვან იმ აღნიშნა, ჩინეთში ფიქრობენ, რომ აშშ ადრე თუ გვიან აზიაზე გადაერთვება, შესაბამისად, რუსულ-უკრაინული კონფლიქტის გაჭიანურება პეკინისთვის ხელსაყრელია. გამოცემის მტკიცებით, ჩინეთის პირველი დიპლომატის ასეთმა გულწრფელობამ ევროპელი ჩინოვნიკები გააოცა.

ამასთან ერთად, ვან იმ უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო ან ფინანსურ მხარდაჭერას უცხადებს. მისი თქმით, მოსკოვს ასეთი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, კონფლიქტი უკრაინაში ადრე დასრულდებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×