რეზონანსი
04.07.2025

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძე გამოეხმაურა ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ქართულმა მხარემ პორტოში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას მხარი დაუჭირა. მისი განმარტებით, კონგრესმენ ჯო უილსონის მიერ დაინიციირებული ცვლილებების გამო ქართულმა დელეგაციამ რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა.

„ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ძალიან მავნებლურ ტყუილთან. ჩვენი დელეგაცია სწორედ იმიტომ გამოირჩეოდა მკაცრი განცხადებებით როგორც საკომიტეტო მოსმენაზე, ასევე პლენარულ სესიაზე, რომ ჩვენ ვაპროტესტებდით იმ ცვლილებებს რეზოლუციის პროექტში, რომელიც ჯო უილსონის მხრიდან იყო დაინიციირებული და მხარდაჭერილი ერთ კლუბად შეკრული გარკვეული დელეგაციების მხრიდან, რომლებსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ხმები ჰქონდათ სხვა წევრებთან შედარებით.

ბუნებრივია, ჩვენ მხარი არ დაგვიჭერია ამ შესწორებებისთვის და სამწუხაროდ, სწორედ ამ შესწორებების გამო მხარი აღარ დავუჭირეთ მთლიან რეზოლუციასაც კი, რაც ამ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა. ეს არის მტკნარი ტყუილი, რომელიც მიზნად ისახავს რეზოლუციის ტექსტში იმ წარმატებული შენატანისა, რომელიც ჩვენი დელეგაციის მხრიდან იყო მოთხოვნილი, ვგულისხმობ სირიის ახალი ხელისუფლების მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების უკან გაწვევას“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×