რეზონანსი
04.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24 საათში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა დაჯგუფება „ჰამასი" ისრაელთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საბოლოო შეთანხმების პირობებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა აგრეთვე განაცხადა, რომ მას საუდის არაბეთთან აბრაამის შეთანხმების შესახებ საუბარი ჰქონდა, რომელიც ისრაელსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებთან ურთიერთობების ნორმალიზებას გულისხმობს.

თეთრი სახლის ლიდერმა დასძინა, რომ ისრაელმა „ჰამასთან" 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები მიიღო.

„ჰამასთან" დაახლოებული წყაროს ინფორმაციით, ისლამური დაჯგუფება ცდილობს მიიღოს გარანტიები, რომ ამერიკის მიერ მხარდაჭერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალი გარიგება ღაზის სექტორში ომს დაასრულებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×