რეზონანსი
04.07.2025

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე მშრალ შიმშილობაზე გადავიდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" მისმა მეგობარმა, ირაკლი ჯიქიძემ განუცხადა. მისი თქმით, ტარიელ მიქაცაძესთან ერთად მშრალი შიმშილობა მირიან ლოლაძემაც დაიწყო.

„დღეს შიმშილობის მე-16 დღეა. ტარიელ მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზეა. ექიმებზე უარს ამბობს, ყველანაირ მედიკამენტზე უარს ამბობს. დიაბეტის ნიშნული აქვს ძალიან დაბლა ჩამოსული, რაც ძალიან კრიტიკულია ჯანმრთელობისთვის. დღეს აღარ გამოგვიძახებია სასწრაფო. ვურეკავთ, მოდიან, ეს უარს ამბობს. ძალიან მძიმე მდგომარეობაა დიაბეტიდან გამომდინარე. 6 მოშიმშილეა ჭიათურაში, სამს პირი აქვს ამოკერილი. ტარიელთან ერთად მირიან ლოლაძეა მშრალ შიმშილობაზე", - განაცხადა ირაკლი ჯიქიძემ.

ცნობისთვის, ჭიათურაში მაღაროელების პროტესტი გრძელდება. ამ დროისთვის, შვიდი მაღაროელი შიმშილობს, სამს კი პირი აქვს ამოკერილი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა დაკავებული ოთხი მაღაროელის გათავისუფლებაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×