რეზონანსი
04.07.2025

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთმა და უკრაინამ ტყვეების მორიგი გაცვლა განახორციელეს.

„ჩვენი ხალხი სახლშია. მათი უმეტესობა 2022 წლიდან რუსეთის ტყვეობაშია", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი ინფორმაციით, დაბრუნებულ ტყვეებს შორის არიან უკრაინელები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონში: დონეცკსა და მარიუპოლში, ლუგანსკში, ხარკოვსა და ხერსონში იბრძოდნენ.

„გაცვლა უნდა გაგრძელდეს და მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამას უზრუნველყოფს. უკრაინის მიზანია ყველა ჩვენიანის გათავისუფლება რუსეთის ტყვეობიდან. მადლობა ყველას, ვინც ამაში დაგვეხმარა", - აღნიშნა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×