რეზონანსი
04.07.2025

საფრანგეთში საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების ორდღიანი გაფიცვა გრძელდება.

გაფიცვის გამო თითქმის 1 000-მდე ფრენა გაუქმდა. მათ შორის, რეისების მეოთხედია გაუქმებული პარიზის ორ აეროპორტში.

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ბაირუმ განაცხადა, რომ დისპეტჩერებს „ფრანგები მძევლად აჰყავთ".

შვებულებების სეზონზე გაფიცვა მკაცრად გააკრიტიკა ქვეყნის ტრანსპორტის მინისტრმა, ფილიპ ტაბარომაც.

„ჩვენს ქვეყანაში 272 ადამიანი წყვეტს ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის კეთილდღეობას. ეს მიუღებელია", - განაცხადა ტაბარომ.

ორდღიანი გაფიცვა საჰაერო მოძრაობის დისპეტჩერების ორი პროფკავშირის მიერ არის ორგანიზებული. ისინი სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ და პერსონალის ნაკლებობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×