რეზონანსი
04.07.2025

საქართველოში „კრედიონფოს" „შავს სიაში" 366 572 ადამიანია.

„კრედიტინფოს" 2025 წლის მაისის სტატისტიკის მიხედვით, ფიზიკური პირები, რომლებსაც 30 დღიდან ვადაგადაცილება უფიქსირდებათ, 366 572-ს შეადგენს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ე.წ. შავ სიაში 358 238 პირი იყო, 2025 წლის აპრილში კი 365 409 ადამიანი.

2025 წლის მაისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი სულ 1 950 732 ადამიანს აქვს, შესაბამისად გამოდის, რომ კრედიტებს მსესხებელთა დაახლოებით 19% ვერ იხდის.

366 572 ფიზიკური პირიდან, რომლებიც სესხს ვერ იხდის, 98 441 კომერციული ბანკების კლიენტია, 295 312 - სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი, 4 521 კი სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიის.

ფიზიკური პირების მიერ კომერციული ბანკების დავალიანება ჯამში (გადაუხდელი კრედიტები 30 დღიდან) - 1.203 მლრდ ლარს შეადგენს, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების - 1.493 მლრდ ლარს, სალიზინგოების - 32.842 მლნ ლარს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×