
არ გვიტოვებენ არავითარ ალტერნატივას, რომ ვიცოდეთ, ვინ არის ის ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლება შეცვალოს. საქართველოში არცერთ ოპოზიციურ პარტიას საარჩევნო პროგრამა არ გააჩნია, აქედან გამომდინარე აბსოლუტურად გასაგებია, რატომ იგებს არჩევნებს „ქართული ოცნება" და რატომ ვერ იგებენ რადიკალური ჯგუფები, რომელშიც პოლიტიკოსები აღარ არიან, - განაცხადა გადაცემა „დღის ქრონიკაში" „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" წევრმა ლევან ნიკოლეიშვილმა.
როგორც ნიკოლეიშვილმა აღნიშნა, კანონები ხელისუფლებამ იმიტომ მიიღო, რომ საქართველოში სიტუაცია დასტაბილურდეს.
„ჩვენ ვხედავთ ე.წ. ოპოზიციური მედიის მიერ ორგანიზებულ სცენებს სასამართლოში. ვერც ერთ ქვეყანაში ნახავთ, რომ ე.წ. ჟურნალისტები სასამართლოში ყირაზე გადადიოდნენ და სასამართლოზე წარდგენილი პირის მხარდამჭერები კიოდნენ და წიოდნენ, მანდატურებს ხელჩართულ ბრძოლას უმართავდნენ და ა.შ. ვინმეს გინახავთ დასავლეთში მიმდინარე აქციების დროს როგორ ხდება რადიკალების დაკავება?! იქ არჩევნებში მონაწილეობენ პოლიტიკური პარტიები და არა პოლიტიკური მანტიის ქვეშ მყოფი რადიკალური ჯგუფები. დამისახელეთ საქართველოში ერთი ოპოზიციური პარტია, რომელსაც გააჩნია საარჩევნო პროგრამა, მათი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ძალადობრივი გზით დაამხონ ხელისუფლება", - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.