რეზონანსი
04.07.2025

ოპოზიციას არავინ ევაჭრება, მათ გზა შესთავაზეს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თენგიზ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შარმანაშვილი „ლელოს” გენერალური მდივნის, ირაკლი კუპრაძის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც დაპატიმრებული ოპოზიციონერების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის შეთავაზება უარი განაცხადა, მიხეილ ყაველაშვილს არალეგიტიმური უწოდა და აღნიშნა, რომ „რუსულ რეჟიმთან” ვაჭრობაში არ შევლენ.

„არავინ ევაჭრება, გზა შესთავაზეს. ამ მათთვის არალეგიტიმური პრეზიდენტისთვის მიმართვას თუ თაკილობენ, ამავე პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას როგორ აპირებენ?” – წერს თენგიზ შარმანაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს, მიმართონ შეწყალების შესახებ განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებილი გამოსცემს შეწყალების აქტს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×