
თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს ჯეოჰოსპიტალიდან თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ის ჯეოჰოსპიტალსში იმყოფებოდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა: "თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა".
აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გვიან ღამით, საგარეჯოში, თვითმკვლელობა სცადა. ჩვენივე ინფორმაციით, რიჟვაძე მძლეოსნობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტის და ამჟამად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსი ახვლედიანის დედის სახლში იმყოფებოდა და შემთხვევაც იქ მოხდა.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული. ის საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანია, რომლის დედის საცხოვრებელ სახლთან საგარეჯოში ამ დრომდეა მობილიზებული პოლიცია.