რეზონანსი
07.07.2025

ევროპარლამენტი ევროკომისიისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ევროპარლამენტი გამართავს შეხვედრას, რომელზეც ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწევს, უპასუხოს ევროპარლამენტარების კითხვებს უნდობლობის გამოცხადების შესახებ ინიცირებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით.

რუმინეთის ულტრამემარჯვენეების წარმომადგენლის მიერ ინიცირებულ უნდობლობის შესახებ კენჭისყრასთან დაკავშირებით ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპარლამენტარების კითხვებს 7 ივლისის საღამოს უპასუხებს, უშუალოდ კენჭისყრა კი, როგორც ადრე იყო ცნობილი, 10 ივლისს არის დაგეგმილი.

სესია სახელობითი კენჭისყრით წარიმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ევროპარლამენტარი ხმას საჯაროდ მისცემს. წინადადებას მხარი უნდა დაუჭიროს დაფიქსირებული ხმებიდან, სულ მცირე, ორმა მესამედმა, რაც ევროპარლამენტის ყველა წევრის უმრავლესობას წარმოადგენს.

მოსალოდნელია, რომ ინიციატივას წარმატების არანაირი შანსი არ აქვს, თუმცა დასავლური მედიის შეფასებით, ის ფონ დერ ლაიენის კრიტიკოსებს ყურადღების მიპყრობის საშუალებას მისცემს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×