რეზონანსი
07.07.2025

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რემ, თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ, თა­ნამ­დე­ბო­ბა 2025 წლის 4 აპ­რილს და­ტო­ვა, რის შე­სა­ხე­ბაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­წე­რა. მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს და აჭა­რის მო­სახ­ლე­ო­ბას გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ნდო­ბის­თვის, ხოლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა "სი­ახ­ლის დრო­ით" ახ­სნა.

კა­რი­ე­რა:

2013 -2017 წლებ­ში რიჟ­ვა­ძე "აჭა­რის­წყა­ლი ჯორ­ჯი­ას" მრჩე­ვე­ლი, შემ­დეგ კი კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი იყო. ეს კომ­პა­ნია მდი­ნა­რე აჭა­რის­წყალ­ზე ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებს აშე­ნებს.

2014-2016 წლებ­ში თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე იყო აჭა­რის მთავ­რო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი საბ­ჭოს მრჩე­ვე­ლი სა­ინ­ვეს­ტი­ციო და ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში; 2011-2012 წლებ­ში მუ­შა­ობ­და „ოუ­ფენ რე­ვო­ლუ­შენ ჯორ­ჯი­ას“ აჭა­რის რე­გი­ო­ნა­ლურ მე­ნე­ჯე­რად, 2010-2011 წლებ­ში კი იყო ბიზ­ნეს კონ­სულ­ტან­ტი, დამ­საქ­მებ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი გა­ე­როს მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძემ თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, ის სა­მარ­თლის ბა­კა­ლავ­რია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ბა­თუ­მის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი და გახ­და ბიზ­ნე­სის მა­გის­ტრი MBA/სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნე­სის სპე­ცი­ა­ლი­ზა­ცი­ით. ამას­თან, სწავ­ლობ­და უცხო­ეთ­ში. კერ­ძოდ: 2012-2013 წლებ­ში სი­ტის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ლონ­დონ­ში, სა­დაც სა­მარ­თლის მა­გის­ტრის ხა­რის­ხი მო­ი­პო­ვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს სა­მარ­თალ­ში; 2012 წელს იყო ლი ია­კო­კას და აშშ-ს სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის სტი­პენ­დი­ან­ტი ლი­ჰა­ის უნი­ვეს­ტი­ტეტ­ში და დღემ­დე არის ტა­რას შევ­ჩენ­კოს სა­ხე­ლო­ბის კი­ე­ვის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის დოქ­ტო­რან­ტი - PHD ენერ­გე­ტი­კის სა­მარ­თა­ლი.

ქო­ნებ­რი­ვი მდგო­მა­რე­ო­ბა

რა ქო­ნე­ბით და­ტო­ვა რიჟ­ვა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა ამის შე­სა­ხებ ქვე­ვით მო­გიყ­ვე­ბით.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა:

ბინა თბი­ლის­ში, შე­ძე­ნი­ლი 2017 წელს 61,000 აშშ დო­ლა­რად.

კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თი ბა­თუმ­ში, შე­ძე­ნი­ლი 2014 წელს 65,000 აშშ დო­ლა­რად.

მისი მე­უღ­ლის სა­ხელ­ზეა 2 მი­წის ნაკ­ვე­თი ხუ­ლო­ში და ბინა ბა­თუმ­ში, რო­მე­ლიც მას მემ­კვიდ­რე­ო­ბით და ჩუ­ქე­ბით გა­და­ე­ცა.

მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბა: მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი Toyota Camry, შე­ძე­ნი­ლი 8,500 აშშ დო­ლა­რად.

ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა: დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში სა­ბან­კო ან­გა­რი­შებ­ზე ჰქონ­და 44,172 ლარი.

ბიზ­ნე­სი: თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძე არის შპს „აჭა­რა ბე­რ­რის ლი­მი­თედ“-ის 25%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი, თუმ­ცა კომ­პა­ნია ამ­ჟა­მად არ ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს.

შე­მო­სავ­ლე­ბი (2023 წელი):

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რის პოსტზე ხელ­ფა­სი: 55,035 ლარი.

კო­მერ­ცი­უ­ლი ფარ­თის იჯა­რი­დან მი­ღე­ბუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი: 22,278 ლარი.

ოჯა­ხი და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მე­უღ­ლეა მაგ­და მუმ­ლა­ძე. წყვილს ორი შვი­ლი ჰყავს: ელი­ზა­ბე­ტი და და­ვი­თი. მაგ­და მუმ­ლა­ძე პრო­ფე­სი­ით ინ­გლი­სუ­რი ენის სპე­ცი­ა­ლის­ტია და ას­წავ­ლის იმ სკო­ლა­ში, სა­დაც მათი უფ­რო­სი შვი­ლი სწავ­ლობს.

2022 წელს, ერთ-ერთი ფო­ტო­სე­სი­ის შემ­დეგ გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ რიჟ­ვა­ძემ უფ­რო­სი შვი­ლი სა­ჯა­რო სკო­ლა­ში შე­იყ­ვა­ნა, რა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა: „ელი­ზა­ბე­ტის პირ­ვე­ლი დღე სკო­ლა­ში. გი­ლო­ცავთ ახა­ლი სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბას. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!“

მა­მის გავ­ლე­ნე­ბი და წარ­სუ­ლი

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის მამა, და­ვით რიჟ­ვა­ძე, წლე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცავ უწყე­ბა­ში მუ­შა­ობ­და და აჭა­რა­ში ერთ-ერთ გავ­ლე­ნი­ან ფი­გუ­რად მი­იჩ­ნე­ვა. ის სხვა­დას­ხვა დროს ხუ­ლოს, შუ­ა­ხე­ვი­სა და ხელ­ვა­ჩა­უ­რის პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­ებ­ში წამ­ყვან თა­ნამ­დე­ბო­ბებს იკა­ვებ­და.

და­ვით რიჟ­ვა­ძის სა­ხე­ლი არა­ერთ სკან­დალს უკავ­შირ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, რო­გორც გა­მო­ცე­მა „ბა­თუ­მე­ლე­ბი“ წერს, 2014 წელს ის, კო­ლე­გა არ­ჩილ ან­თა­ძეს­თან ერ­თად, თა­ნამ­დე­ბო­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის მუხ­ლით იყო ბრალ­დე­ბუ­ლი. საქ­მე ეხე­ბო­და ვე­ლო­სი­პე­დის მო­პარ­ვის შე­ტყო­ბი­ნე­ბას, რო­მე­ლიც პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლად არ ასა­ხეს სტა­ტის­ტი­კა­ში და ნივ­თის და­კარ­გვად გა­ა­ფორ­მეს. ორი­ვე პო­ლი­ცი­ელ­მა აღი­ა­რა და­ნა­შა­უ­ლი და მათ­თან გან­რი­დე­ბა გა­ფორმ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ისი­ნი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ი­ნიშ­ნენ.

თორ­ნი­კე რიჟ­ვა­ძის გა­დად­გო­მი­დან ერთ თვე­ში, და­ვით რიჟ­ვა­ძე­მაც და­ტო­ვა აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის დე­ტექ­ტი­ვე­ბის (ოპე­რა­ტი­უ­ლი) სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×