რეზონანსი
07.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა იაპონიისა და სამხრეთ კორეის ლიდერებს წერილები გაუგზავნა, სადაც ახალი 25%-იანი ტარიფები გამოაცხადა.

„2025 წლის 1-ლი აგვისტოდან, იაპონიიდან შეერთებულ შტატებში გაგზავნილ ნებისმიერ პროდუქტზე, სექტორული ტარიფებისგან დამოუკიდებლად, მხოლოდ 25%-იან ტარიფს დავაწესებთ. საქონელი, რომელიც მაღალი ტარიფის თავიდან ასაცილებლად ტრანზიტით გატარდება, დაექვემდებარება სწორედ ამ მაღალ ტარიფს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 25% გაცილებით ნაკლებია იმაზე, რაც საჭიროა თქვენს ქვეყანასთან არსებული სავაჭრო დეფიციტის აღმოსაფხვრელად", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპპმა იდენტური შინაარსის წერილი გაუგზავნა სამხრეთ კორეის ლიდერსაც.

წერილში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ იაპონიის ან სამხრეთ კორეის „კომპანიები თუ გადაწყვეტენ პროდუქციის აშშ-ში წარმოებას, მაშინ ტარიფი არ დაწესდება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×