რეზონანსი
08.07.2025

54 წლის ფრანგი დეპუტატი, რესპუბლიკელთა პარტიის ყოფილი ლიდერი ეროვნულ ასამბლეაში, ოლივიე მარლე გარდაცვლილი იპოვეს. სავარაუდო მიზეზად თვითმკვლელობა სახელდება. კანონმდებლის ცხედარი მისსავე სახლში ნახეს.

მედიის ცნობით, მარლე მაკრონთან დაკავშირებულ სავარაუდო კორუფციულ გარიგებას იძიებდა. 

დეპუტატის გარდაცვალებას ეხმაურება თავად საფრანგეთის პრეზიდენტიც. 

"პარლამენტი ოლივიე მარლეს გარდაცვალებას გლოვობს. ის იყო გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც მტკიცედ იცავდა თავის იდეებს. მე პატივს ვცემდი ჩვენს განსხვავებულ შეხედულებებს, რადგან ჩვენი ქვეყნის სიყვარული გვაერთიანებდა", - დაწერა მაკრონმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×