რეზონანსი
08.07.2025

აჭარის მთავრობის ყოფილი თავჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კვლავ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

თორნიკე რიჟვაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ დილით, საგარეჯოდან გადაიყვანეს, მას ცეცხლნასროლი ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიყენებული და დაზიანებული აქვს ფილტვი.

გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. დღეს ბრალს წაუყენებენ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავებიან.

როგორც ცნობილია, იმ ნივთმტკიცებულებებს, რომლებიც შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ამ დროისთვის ექსპერტიზა უტარდება. მათ შორის, კალიგრაფიული ექსპერტიზა უტარდება წერილს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გასროლამდე თორნიკე რიჟვაძემ დაწერა.

„ვიზიტთან დაკავშირებით, იგივე შემიძლია გავიმეორო. სიახლე არაფერია. რაც შეეხება ბრალის წარდგენას, დღეს მოხდება სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში. ვიდრე საქმის მასალებს არ გავეცნობი, ჩემთვის ასე ზეპირი და სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია არაფერს ნიშნავს. დღეს რომ ბატონი თორნიკეს სიცოცხლე შენარჩუნებულია, ეს არის ბატონი ალექსის დამსახურება გამომდინარე იქიდან, რომ დროულად და უსწრაფესად იმოქმედა", - აცხადებს ადვოკატი ლალი აფციაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×