რეზონანსი
08.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სავარაუდოდ, უკრაინაში „პატრიოტის“ 10 რაკეტის გაგზავნის ბრძანება გასცა. ინფორმაციას გამოცემა axios-ი ავრცელებს.

როგორც მედია წერს, აშშ-ის პრეზიდენტი ასევე ახდენს გერმანიაზე ზეწოლას, რათა უკრაინას „პატრიოტის“ ერთ-ერთი ბატარეა მიჰყიდოს.

გამოცემა axios-ის ინფორმაციით, 7 ივლისს, პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება უკრაინაში თავდაცვითი იარაღის გაგზავნის შესახებ, თანაშემწეებთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან რამდენიმედღიანი კონსულტაციების შემდეგ იქნა მიღებული.

ტრამპმა და პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ ტელეფონით ისაუბრეს, რა დროსაც, თანამოსაუბრეების თქმით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ სურდა უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებაში დახმარება, მაგრამ აღნიშნა, რომ შეერთებულმა შტატებმა იარაღის გაყიდვები უნდა შეაჩეროს საკუთარი მარაგების გადასახედად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×