
მთავრობის მეთაური პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მივიდა და თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მედიკოსებისგან მიიღო. პრემიერი რამდენიმე წუთის წინ პირველი კომენტარიც ააკეთა:
"თორნიკეს მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ. მიხარია, რომ კარგი მიმართულებით ვითარდება გამოჯანმრთელების პროცესი. მე ვერ გეტყვით დეტალებს, მაგრამ ინფორმაცია მივიღეთ ექიმებისგან, დინამიკა არის დადებითი, რაც ძალიან გვიხარია. მიმდინარეობს გამოჯანმთელების პროცესი.
გამოძიება დაიწყო მყისიერად და მნიშვნელოვანია ყველა დეტალის დადგენა… მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს. ზოგადად გარემო არის პოლიტიკოსისთვის სტრესული. აბრალებენ ათას ტყუილს, ამყოფებდნენ სტრესში. შემიძლია კიდეც დაგისახელოთ კონკრეტული ტელევიზიები, მაგალითად ,,ტვ პირველი”, ,,ფორმულა”, - განაცხადა პრემიერმა.