რეზონანსი
08.07.2025

 "პუტინი ბევრ სისულელეს გვეუბნება და ყოველთვის ძალიან თავაზიანია, მაგრამ უაზრობა გამოდის ხოლმე" - დონალდ ტრამპი

პუ­ტი­ნი ბევრ სი­სუ­ლე­ლეს გვე­უბ­ნე­ბა, ის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნია, მაგ­რამ უაზ­რო­ბა გა­მო­დის ხოლ­მე , - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტმა, დო­ნალდ ტრამპმა კა­ბი­ნე­ტის სხდო­მა­ზე მე­დი­ას­თან სა­უბ­რის დროს გა­ნა­ცხა­და.

დო­ნალდ ტრამ­პის თქმით, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი უკ­რა­ი­ნა­ში ბევრ ადა­მი­ანს კლავს, რო­მელ­თა­გან ბევ­რი მისი ჯა­რის­კა­ცია.

მან ისა­უბ­რა უკ­რა­ი­ნის მი­მართ აშშ-ისა და ამე­რი­კის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან მა­მა­ცე­ბი იყ­ვნენ და მა­მა­ცად იბ­რძვი­ან.

"ავ­ღა­ნეთ­ში ის ვი­თა­რე­ბა [აშშ-ის ჯა­რე­ბის გას­ვლა] რომ არ გვქო­ნო­და, არა მგო­ნია, რომ პუ­ტი­ნი [უკ­რა­ი­ნა­ში] შე­სუ­ლი­ყო. ვფიქ­რობ, პუ­ტინ­მა და­ი­ნა­ხა რამ­დე­ნად უტვი­ნო და არა­კომ­პე­ტენ­ტუ­რი იყო ის ოპე­რა­ცია და თქვა: "ვაუ, ეს შე­იძ­ლე­ბა შან­სი იყოს".

და ახლა მა­გას­თან პუ­ტინ­თან გავ­ქვს საქ­მე. ბედ­ნი­ე­რე­ბი არ ვართ პუ­ტი­ნით, ბედ­ნი­ე­რი არ ვარ პუ­ტი­ნით. ამ­დე­ნის თქვა შე­მიძ­ლია თქვენ­თვის ახლა, ვი­ნა­ი­დან, ის ბევრ ადა­მი­ანს კლავს. და ბევ­რი მათ­გა­ნი მისი ჯა­რის­კა­ცე­ბია, მისი და მათი ჯა­რის­კა­ცე­ბი ძი­რი­თა­დად. და ახლა ეს 7 ათა­სია კვი­რა­ში. ბედ­ნი­ე­რი არ ვარ პუ­ტი­ნით...

მა­თით [რუ­სე­თით] ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლო ვარ. მი­ზე­ზი არ აქვს ამას [ომს]. უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა [ომი]...ვი­ტყვი, რომ უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი მა­მა­ცე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ მათ სა­უ­კე­თე­სო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა გა­და­ვე­ცით...

სა­ვა­რა­უ­დოდ ძა­ლი­ან სწრა­ფი ომი იქ­ნე­ბო­და, 3-4 დღი­ა­ნი ომი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ და­უ­ჯე­რე­ბე­ლი აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა ჰქონ­დათ [უკ­რა­ი­ნე­ლებს] და ევ­რო­პა­მაც გა­დას­ცა მათ. ჩვენ გა­ცი­ლე­ბით მეტი გა­და­ვე­ცით... უნდა გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლიყ­ვნენ [ევ­რო­პა], ერთი რა­ო­დე­ნო­ბა უნდა მიგ­ვე­ცა ან სა­ერ­თოდ ევ­რო­პა­ზე ნაკ­ლე­ბი უნდა მიგ­ვე­ცა, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­პა­ზე უფრო მეტი გავ­ლე­ნა აქვს ამას, ვიდ­რე ჩვენ­ზე... მაგ­რამ მა­ინც, ევ­რო­პამ ბევ­რი გა­დას­ცა.

და იმას ვი­ტყვი, რომ მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა უსა­მარ­თლოდ მი­გაჩ­ნია თუ არა ამ­დე­ნი ფუ­ლის გა­და­ცე­მა, უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი ძა­ლი­ან მა­მა­ცე­ბი იყ­ვნენ... ასე რომ, მათ ძა­ლი­ან მა­მა­ცად იბ­რძო­ლეს", - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

აშშ-ის ასე­ვე პრე­ზი­დენ­ტმა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს ომის არას­დროს არ უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო, რის შემ­დე­გაც მა­ლე­ვე რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის კრი­ტი­კა­ზე გა­და­ვი­და.

"ეს ომია, რო­მე­ლიც არას­დროს არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი კვდე­ბა და ეს უნდა დას­რულ­დეს. არ ვიცი. პუ­ტი­ნი ბევრ სი­სუ­ლე­ლეს გვე­უბ­ნე­ბა, სი­მარ­თლე თუ გინ­დათ, რომ იცო­დეთ. ის ყო­ველ­თვის ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნია, მაგ­რამ უაზ­რო­ბა გა­მო­დის ხოლ­მე," - გა­ნა­ცხა­და ტრამპმა.

რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ შე­საძ­ლო სან­ქცი­ებ­თან, კერ­ძოდ გრე­მი­სა და ბლუ­მენ­თა­ლის სა­სან­ქციო კა­ნონპ­რო­ექტთან, და­კავ­ში­რე­ბით ტრამპმა უპა­სუ­ხა: "ძა­ლი­ან მკაც­რი სან­ქცი­ე­ბია. კი, გან­ვი­ხი­ლავ ამას".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×