რეზონანსი
09.07.2025

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასშტაბური თავდასხმის შემდეგ მოსკოვის მიმართ მკაცრი სანქციების დაწესების მოწოდებით გამოდის.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთმა თავდასხმისას 741 დრონი და რაკეტა გამოიყენა.

„რუსეთის ახალი მასშტაბური თავდასხმა ჩვენს ქალაქებზე. 741 სამიზნე, სხვადასხვა ტიპის 728 დრონი, მათ შორის 300-ზე მეტი „შაჰედი" და 13 რაკეტა. ამჟამად, უკრაინის ბევრ რეგიონში მიმდინარეობს მუშაობა გუშინდელი რუსული თავდასხმის შედეგების აღმოსაფხვრელად. მთავარი დარტყმა ლუცკზე იყო. დაზიანდა დნეპრის, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასისა და ჩერნიგოვის რეგიონები", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, აუცილებელია მკაცრი სანქციები.

„ეს არის მრავლისმთქმელი თავდასხმა, რომელიც ზუსტად იმ დროს ხდება, როდესაც ამდენი ძალისხმევა იყო გაღებული მშვიდობის მისაღწევად, ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომლის უარყოფასაც მხოლოდ რუსეთი აგრძელებს. ეს კიდევ ერთი დასტურია სანქციების საჭიროებისა, მკაცრი სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფულით ამარაგებდა მოსკოვის ომის მანქანას. მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ნავთობს ყიდულობს და ამით მკვლელობებს აფინანსებს. ჩვენმა პარტნიორებმა იციან, როგორ განახორციელონ ზეწოლა ისე, რომ რუსეთს აიძულონ იფიქროს ომის დასრულებაზე და არა ახალი დარტყმების განხორციელებაზე. ყველამ, ვისაც მშვიდობა სურს, უნდა იმოქმედოს", - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×