რეზონანსი
09.07.2025

ევროპარლამენტის დღევანდელი რეზოლუცია არის კიდევ ერთი წარმატება და პასუხი ყველასთვის, რომ საერთო ბრძოლას და ერთიანობას ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ვაშაძე აღნიშნავს, ეს რეზოლუცია არის ქართველი ხალხის უწყვეტი წინააღმდეგობის შედეგი.

„რეზოლუციაში პირდაპირ წერია, რომ ივანიშვილის რეჟიმი არალეგიტიმურია და მას არ აქვს აღიარება. ევროპამ აღიარა ქართველი ხალხი როგორც ერთადერთი ლეგიტიმური ძალაუფლების წყარო. ეს დღე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რეჟიმი ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ განულებულია და ვერანაირი ძალადობით ხელისუფლებას ვერ შეინარჩუნებს.

შესაბამისად, გამარჯვების ფორმულა არის ერთიანობა, სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.

შემდეგი ნაბიჯი – არალეგიტიმური რეჟიმის სრული ჩამოშლა და ახალი, სამართლიანი არჩევნები.

ძალაუფლება უნდა დაუბრუნდეს ხალხს! დროა, საქართველო გათავისუფლდეს. ამ ბრძოლას ჩვენ მოვიგებთ!“, – წერს გიორგი ვაშაძე.

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით დაამტკიცა. საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით დღეს მიღებული რეზოლუციის შესახებ ევროპარლამენტის გვერდზე პრესრელიზი გამოქვეყნდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×