რეზონანსი
09.07.2025

ოპოზიცია კვლავ ქუჩის აქციებს აანონსებს. ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის აზრით, ოპოზიციის ორივე ფლანგის მიერ გამოყენებული ტაქტიკა კარგად ცნობილი და განჭვრეტადია.

„ეს არის ოპოზიციის ძალიან ნაცნობი, უკვე გაშიფრული და მოძველებული ტაქტიკა. მათ აღარ ჰყოფნით რესურსი, ხელისუფლებისთვის რეალური პრობლემები შექმნან. ამიტომ ცდილობენ დესტაბილიზაციისა და არეულობის კერების შექმნას. ეს ჯგუფები პირდაპირ დაკავშირებული არიან დასავლურ პოლიტიკურ ძალებთან და მათგან იღებენ ინსტრუქციებს. ოპოზიციის ერთ ნაწილს დაკისრებული აქვს მუდმივად პოლიტიკური ტურბულენტობის შენარჩუნება ქვეყანაში. მეორე ნაწილს კი ეძლევა შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში და შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს პროცესი დემოკრატიულია“, - აღნიშნავს ანალიტიკოსი და განმარტავს, რომ ეს სტრატეგია რამდენიმე მიმართულებით მოქმედებს: 

„ერთი მხრივ, ვითომ კონსტრუქციული ოპოზიციური ძალებით ცდილობენ არჩევნებში კონკურენციის შექმნას, მეორე მხრივ კი, მუდმივად ინარჩუნებენ დაძაბულობას. ოპოზიციის შიდა დაპირისპირება რეალურად თამაშის მოჩვენებითი ნაწილია. შემდეგ იტყვიან, რომ ერთიანობის არქონის გამო წააგეს და არჩევნები გაყალბდა. ეს უკვე საკმაოდ მოძველებული ტაქტიკაა, რომელიც საზოგადოებაზე აღარ მოქმედებს. ქართველ ხალხს კარგად ესმის, ვინ როგორ თამაშს თამაშობს, ამიტომ ამ სპექტაკლში აღარ ერთვება.

თუმცა ოპოზიციის ეს ფრთა მაინც აგრძელებს მცდელობას – რადგან დავალება მიღებული აქვთ და ეს მათი ფუნქციაა. კავკასიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის ფონზე, საქართველო მშვიდობას ინარჩუნებს. ეს არ მოსწონთ იმ ძალებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების კერების გაღვივებას ცდილობენ, მათ შორის – მესამე სექტორის მეშვეობით“ - განუცხადა for.ge-ს ზარდიაშვილმა.

წყარო: for.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×