რეზონანსი
10.07.2025

დღეს ევროპარლამენტში ურსულა ფონ დერ ლაიენის უნდობლობის საკითხს კენჭისყრაზე დააყენებენ. ევროპის უმსხვილესი პოლიტიკური ჯგუფები აცხადებენ, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის წინააღმდეგ ხმის მიცემას არ აპირებენ.

უნდობლობის ვოტუმის ინიციატივა 75 ევროპარლამენტარს ეკუთვნის. ისინი ევროკომისიის პრეზიდენტს ადანაშაულებს ევროკომისიაში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების არარსებობაში.

ერთ-ერთი ბრალდება ეხება "ფაიზერის" ვაქცინებთან დაკავშირებულ სკანდალს. ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ფონ დერ ლაიენმა არ გაასაჯაროვა ფარმაცევტული კომპანია "ფაიზერის" აღმასრულებელ დირექტორთან პირადი მიმოწერა, რომელიც პანდემიის დროს ვაქცინების შესყიდვის მრავალმილიარდიანი კონტრაქტს ეხებოდა.

კანონმდებლები, ურსულა ფონ დერ ლაიენს გერმანიისა და რუმინეთის არჩევნებში ჩარევაშიც ადანაშაულებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×