რეზონანსი
10.07.2025

აბუ-დაბიში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ილჰამ ალიევისა და ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრის მიზანს სამშვიდობო შეთანხმების დასრულებაზე მუშაობა წარმოადგენს.

ცნობისთვის, ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების პირველი ოფიციალური შეხვედრაა მას შემდეგ, რაც მხარეები სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე შეთანხმდნენ.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი აბუ-დაბიში გუშინ, 9 ივლისს ჩავიდა და არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს შეხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×