რეზონანსი
10.07.2025

ციხეში არიან კრიმინალები, მათ ჩაიდინეს კონკრეტული დანაშაული, როდესაც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაში და ყველა ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, ამასთან დაკავშირებით არსებობს რეაგირების ზომები, ისჯება სისხლისსამართლებრივი წესით, ჩვენთანაც მოქმედებს ანალოგიური წესი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.

მისივე თქმით, აღნიშნულმა ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და, სწორედ, ამის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

„ბუნებრივია, კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამის უწყებებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ადამიანებმა ჩაიდინეს დანაშაული და დანაშაულის გამო იმყოფებიან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×