რეზონანსი
10.07.2025

ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა.

„მინდა, შიგნითაც და გარეთაც ყველას ვუთხრა, რომ არჩევნების საბოტაჟი, არჩევნების ჩაშლის მცდელობა არის საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ღირებულებითი კოლაფსია ზოგიერთების თავში ევროპაში თუ თბილისში მათი მარიონეტების სახით, როდესაც დემოკრატიულ არჩევნებს ებრძვიან. ანუ არ აძლევენ საშუალებას მოქალაქეებს, აირჩიონ საკუთარი თვითმმართველობა. ეს არის საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელის შეშლა მისი წარმომადგენლების არჩევაში. ეს არის კონსტიტუციის, საქართველოს კანონმდებლობის და საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევა. ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე. ამიტომ ყველა, ვინც ცდილობს, საბოტაჟი წაახალისოს ან საბოტაჟი მოაწყოს, არღვევს საერთაშორისო სამართალს. ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური აგრესია, რომელსაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვაკვირდებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×