რეზონანსი
10.07.2025

სალომე ზურაბიშვილს გაუვიდა ყველანაირი ვადა და დადის დროშით, იძახის, პრეზიდენტი ვარო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ასეთ არასერიოზულ ხალხთან აქვთ საქმე.

„სალომე ზურაბიშვილი არის ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები. ასეთ არასერიოზულ ხალხთან გვაქვს საქმე. მეშვიდე წელია, ამბობს, პრეზიდენტი ვარო, გაუვიდა ყველანაირი ვადა და რომელიღაც კომედიური ფილმის პერსონაჟივით მიტაცებული აქვს პრეზიდენტის შტანდარტი. ეტყობა, ცალკე შეაკერინა და დადის ამ დროშით, გაიძახის, პრეზიდენტი ვარო. სასაცილოა, სინამდვილეში, ამაზე ხომ უნდა ვიცინოთ. ეს ყველაფერი რომ ჩაივლის, გაგვახსენდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში იყო სასაცილო მოვლენა, ვიღაც გამაგრდა თავის ციხე-სიმაგრეში, თანამედროვე გაგებით, საოფისე სივრცეში, დაიდგა დროშა და ამბობს, პრეზიდენტი ვარ. ასეთი შემთხვევები ადრინდელიდან გვახსოვს, როცა თვითმარქვია მმართველები იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×