რეზონანსი
10.07.2025

ბაღდათში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მიწა ჩამოიშალა - ოჯახების ქირით გაყვანის გადაწყვეტილება ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიამ მას შემდეგ მიიღეს, რაც რკინა-ბეტონის საყრდენი კედლებისა და სანიაღვრეების მოწყობის პროცესში, კორპუსის ეზოში მიწა ჩამოიშალა. 

მათი თქმით, რუსთაველის ქუჩაზე, N16 ბინაში მცხოვრებ 19 ოჯახს დროებით ალტერნატიული უსაფრთხო საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფენ.

ოფიციალური განცხადების ტანახმად, კორპუსის მცხოვრებლებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი კახა ენუქიძე იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ბესიკ გოფოძესთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად შეხვდა და გრუნტის ჩამოშლის  პროცესების სალიკვიდაციო სამუშაოებს გაეცნო.

ამასთანავე, მერიის დაკვეთით, განხორციელდა გეოლოგიური კვლევა რუსთაველის ქუჩის N16 ბინის მდგრადობის  შემოწმების მიზნით. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად, კორპუსის მდგრადობას საფრთხე არ ემუქრება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×