რეზონანსი
10.07.2025

თბილისის მერია ავტობუსის იმ დამატებითი მარშრუტების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას, რომლებიც მეტრო „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში იმოძრავებენ.

ცნობისთვის, 12 ივლისიდან 45 დღის განმავლობაში, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პერიოდში, დროებით, ავტობუსის დამატებითი მარშრუტი დაინიშნება.

დაგეგმილი სამუშაოების გამო, 12 ივლისიდან 45 დღის განმავლობაში, მეტროსადგური „ვარკეთილი“ დაიკეტება. მგზავრთა მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.

N174 ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით", - წერია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×