რეზონანსი
11.07.2025

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ოპოზიციურ ფლანგზე არსებულ ვითარებას გამოეხმაურა. მისი შეფასებით, დაპირისპირება, რომელიც არის ხელისუფლების ოპონენტებს შორის, მიუთითებს მათ პოლიტიკურ დასასრულზე.

„ოპოზიციაში დიდი დრამებია. სალომე ზურაბიშვილს რა თქმა უნდა ვერც ვერავინ ვერ გაუგო და არ გაუგეს, „ლელომ“ კი თავისებური ინტერპრეტაცია მისცა და კიდევ ერთხელ, ფარისევლურად გაამართლა თავისი გადაწყვეტილება. ოპოზიციური გუნდის შიგნით დაპირისპირება მიანიშნებს მათ ბოლო ჟამზე“, - აცხადებს წილოსანი.

ოპოზიციური პარტიების ლიდერები ერთმანეთს ღიად უპირისპირდებიან. კრიტიკის ობიექტები კვლავ პარტია „ლელო“ და მისი ლიდერი გახდნენ. ელენე ხოშტარია სიცრუეს უწოდებს ბადრი ჯაფარიძის სტატუსს, სადაც ის აღნიშნავს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უკომპრომისო ბრძოლის ნაწილია და დასტურად სალომე ზურაბიშვილის განცხადება მოჰყავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×