რეზონანსი
11.07.2025

მუ­სი­კის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის საყ­ვა­რე­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის მფლო­ბე­ლი, მომ­ღე­რა­ლი მა­მუ­კა ჩარ­კვი­ა­ნი, სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის. მისი ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი მას შემ­დეგ გახ­და, რაც მის­მა დამ გუ­ლახ­დი­ლად ისა­უბ­რა ძმის მძი­მე პე­რი­ოდ­ზე.

თაკო ჩარ­კვი­ა­ნი ამ­ბობს, რომ ახლა მხო­ლოდ ღმერ­თსა და ექი­მებ­ზე არი­ან მინ­დო­ბი­ლე­ბი

„მა­მუ­კა არ არის კარ­გად, ვიბ­რძვით, ექი­მე­ბიც და ყვე­ლა, თა­ვად უნდა მოგ­ვეხ­მა­როს ორ­გა­ნიზ­მი. დიდი ხა­ნია უკვე ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. პა­ლა­ტა­ში გა­და­ვიყ­ვა­ნეთ და შემ­დეგ ისევ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში და­აბ­რუ­ნეს. ძა­ლი­ან კარ­გი გუნ­დია ექი­მე­ბის, ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ. ღმერ­თის იმე­დად ვართ და ექი­მე­ბის.

ორი წლის წინ გარ­თულ­და, ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­ე­მარ­თა. იქამ­დე რამ­დე­ნი­მე­ჯერ პნევ­მო­ნი­ით მოხ­ვდა კლი­ნი­კა­ში, კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში იწვა, შემ­დეგ ლე­ვან რა­ტი­ან­თან და გა­მო­იყ­ვა­ნეს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. ძა­ლი­ან კარ­გად იმუ­შა­ვა ყვე­ლამ. ახლა ისევ კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრში წევს, ამ გუნ­დმა კარ­გად იცის მისი მდგო­მა­რე­ო­ბა. გა­და­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან.

15 წლის წინ ავ­სტრი­ა­ში ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს ძვალ­ში შე­სულ ინ­ფექ­ცი­ა­ზე. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც მა­მუ­კას თბი­ლის­ში ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ფეხ­ზე ოპე­რა­ცია გა­უ­კე­თეს. ქი­რურ­გი­უ­ლი ოპე­რა­ცია კარ­გად ჩა­ტარ­და, მაგ­რამ ამ ამ­ბავს სხვე­ბიც ჩი­ვი­ან და ოპე­რა­ცი­ის დროს ძვალ­ში შე­ი­ტა­ნეს ინ­ფექ­ცია. მდგო­მა­რე­ო­ბა გარ­თულ­და, და­ი­წყო სეფ­სი­სი და ფაქ­ტობ­რი­ვად მო­მაკ­ვდა­ვი წა­ვიყ­ვა­ნეთ ავ­სტრი­ა­ში. ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტარ­და. იმის შემ­დეგ ეტ­ლში იჯდა. ბოლო დროს ვირუ­სი შეხ­ვდა, კო­ვიდ­მაც და­ა­სუს­ტა და ეტ­ლში ვე­ღარ ჩაჯ­და, ლო­გი­ნად იყო. ძა­ლი­ან ვართ მინ­დო­ბი­ლე­ბი კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრს.

ფინანსურად უზ­რუნ­ველ­ვყოფთ მე და ჩემი მე­უღ­ლე და ჩემი ძა­ლი­ან ახლო მე­გო­ბა­რი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მა­რა ბოლო პე­რი­ოდ­ში. არ ვიცი, ამ ქალ­ბა­ტონს უნდა თუ არა მისი სა­ხე­ლი და გვა­რი და­ვა­სა­ხე­ლო. რე­ა­ნი­მა­ცი­ის თან­ხას ჯან­დაც­ვას რაც ეკუთ­ვნის ის იღებს. ძა­ლი­ან მხარ­ში გვინ­და კავ­კა­სი­ის მე­დი­ცი­ნის გუნ­დი. გა­და­ყო­ლი­ლე­ბი არი­ან მა­მუ­კა­ზე. დიდი ხა­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს და ძა­ლი­ან ვენ­დო­ბი მათ.

ექ­ვსი თვის წინ ძა­ლი­ან კარ­გი სიმ­ღე­რა და­წე­რა მა­მუ­კამ და ძა­ლი­ან უნ­დო­და მისი ჩა­წე­რა, მაგ­რამ ვე­ღარ მო­ეს­წრო, ძა­ლი­ან დამ­ძიმ­და. ფილ­ტვე­ბი გარ­თულ­და და ამან ლო­გი­ნად ჩა­აგ­დო.

მა­მუ­კა ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნია, იმი­ტომ არა, რომ ჩემი ძმა არის. ღირ­სე­უ­ლი ტი­პია თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ით. შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში პარ­ტი­უ­ლად ჩარ­თუ­ლი არ იყოს, მაგ­რამ მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის ჰქონ­და. მისი პო­ზი­ცია ყო­ველ­თვის იყო თა­ვი­სუ­ფა­ლი, და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლო და­სავ­ლუ­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, ამას ხმა­მაღ­ლა ყო­ველ­თვის გა­მო­ხა­ტავ­და", - ამბობს თაკო ჩარკვიანი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×