რეზონანსი
11.07.2025

ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია, - განაცხადა ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარე ჯორდან ჯანდროკოვიჩმა დუბროვნიკის ფორუმის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე თქმით, გაფართოების პოლიტიკური ინტერესი თანაბრად ძლიერი უნდა იყოს როგორც ბრიუსელში, ისე წევრი ქვეყნების დედაქალაქებში და ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანაში.

„მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და სიტყვის თავისუფლება - ჩვენი საზოგადოებების საფუძველია. ეჭვგარეშეა, რომ ევროკავშირის გაფართოება გეოსტრატეგიული მნიშვნელობის საკითხია. მნიშვნელოვანია აყვავებული, დემოკრატიული და საერთო ღირებულებების მქონე სამეზობლო, რომელიც იზიარებს ევროპულ ღირებულებებს. გაფართოების პოლიტიკური ინტერესი თანაბრად ძლიერი უნდა იყოს როგორც ბრიუსელში, ისე წევრი ქვეყნების დედაქალაქებში — და ასევე ყველა კანდიდატ ქვეყანაში. ჩვენი ძალები და ძალისხმევა კვლავ ორიენტირებული იქნება დახმარებაზე, თანამშრომლობასა და ახალი კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებაზე, რომლითაც შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის სტაბილურობაში“, - აღნიშნა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დუბროვნიკის ფორუმში მონაწილეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×