რეზონანსი
11.07.2025

დუბროვნიკის 2025 წლის ფორუმის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრს, გორდან გრილიჩ რადმანს შეხვდა. მინისტრებმა ორმხრივ და მრავალმხრივ ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები განიხილეს. აღინიშნა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის აქტიურად გაგრძელების მნიშვნელობა.

მხარეებმა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის მიმდინარეობასა და ევროინტეგრაციის გზაზე ხორვატიის მტკიცე მხარდაჭერაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ამ პროცესში ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს როლს რეგიონში და თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×