რეზონანსი
11.07.2025

დღის განმავლობაში ბევრი იწერებოდა, რომ რეკორდთან ახლოს იყო, თუმცა უკვე ოფიციალურად შეიძლება ითქვას, რომ ბიტკოინის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 118 000 აშშ დოლარს გადააჭარბა.

Coinmarketcap-ის მიხედვით, 11 ივლისის დილის მონაცემებით, ბიტკოინის ფასი 118 856 აშშ დოლარი გახლდათ, რაც ახალი რეკორდია.

მართალია, ოდნავ მოგვიანებით ფასმა დაახლოებით 117 500 აშშ დოლარის ფარგლებში დაიწია, თუმცა ეს მაინც 7 500 დოლარით მეტია, ვიდრე ერთი თვის წინანდელი ფასი, ხოლო ორჯერ მეტია გასული წლის ამავე პერიოდის ღირებულებაზე.

Associated Press-ის შეფასებით, ფულის ნაკადი აგრძელებს სპოტურ ბიტკოინის ETF-ებში შემოდინებას, რასაც პრეზიდენტ ტრამპის კრიპტო-მეგობრული გავლენაც ემატება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×