რეზონანსი
12.07.2025

ქუთაისი-წყალტუბოს გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 33 წლის ბაიკერი გარდაიცვალა, ერთი მამაკაცი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მოტოციკლი ამობრუნდა, მის საშველად გადასულ მამაკაცს კი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. მოტოციკლის მძღოლი კლინიკაში შეყვანის დროს მძიმედ იყო და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, მის გადასარჩენად მისულ მამაკაცს კი ოპერაცია ჩაუტარდა და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

,,წყალტუბო-ქუთაისის გზაზე საშინელ ავარიას შევესწარი. გზა გადაკეტილი იყო და ამ დროს ჩემს თვალწინ მანქანა ქვეითს დაეჯახა.

კაცი თვალწინ ხროტინებდა. მოშორებით მოტოციკლი ეგდო - ბიჭი საავადმყოფოში გადაჰყავდათ, სასწრაფოს კი რომელისთვის ეშველა ვერ გაეგო.

ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში ვარ.

ხალხო, რატომ ღუპავთ თავს და სხვასაც რატომ ღუპავთ? სიცოცხლეს გაუფრთხილდით. ღმერთმა ყველას მშვიდობა მოგცეთ” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×