რეზონანსი
12.07.2025

უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და წუ­ხელ რი­კოთ­ზე. ტრა­ი­ლერ­მა, რო­მე­ლიც გა­და­ყი­რავ­და, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი მო­ი­ყო­ლა, სა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი იმ­ყო­ფე­ბო­და, მათ შო­რის სამი ბავ­შვი. თვითმხილ­ვე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მომ­ხდა­რის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა 3 წლის ბავ­შვი, 4 ადა­მი­ა­ნი კლი­ნი­კებ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს.

უმ­ძი­მე­სი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლებს თვითმხილ­ვე­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან. მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავ­ტო­მო­ბილ­ში მშობ­ლე­ბი და მათი სამი შვი­ლი იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

"არ ვიცი, ახლა ამას აქ რატომ ვწერ. ამ მანქანის წინ ჩვენ ვმოძრაობდით, ტრაილერმა გადმოკვეთა ორმაგი უწყვეტი, ჩვენ სასწაულებრივად გადავრჩით და აი, ეს მოხდა! პატარა ბავშვი წამებში გარდაიცვალა! ცოცხალია მშობლები და 2 შვილი, თუმცა არ ვიცი, ამ მდგომარეობიდან რა გამოიყვანთ... ერთი მინდა გითხრათ, გაუფრთხილდით თქვენს თავებს და სხვებს. არავინ ვიცით, ჩვენ გადაწყვეტილებებს რა მოჰყვება. ძალიან გთხოვთ, იარეთ ნელა!" - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×