რეზონანსი
12.07.2025

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს მმართველმა ძალამ კვლავ სუვერენიტეტის დაცვის მოწოდებით უპასუხა. მსგავსი სახის განცხადებები, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, კონტრპროდუქტიულია და მხოლოდ ცრუ ნარატივების საფუძველი ხდება.

თბილისიდან ევროპელ დიპლომატებს შემხვედრი კითხვაც დაუსვეს: როგორ რეაგირებენ თავად ისინი საკუთარ ქვეყნებში მსგავსი შემთხვევებისას? „ქართული ოცნების“ ლიდერებს ის ევროპული პრაქტიკა მოჰყავთ, რომელიც სამართალდამცველზე თავდასხმისას და სხვა დანაშაულებზე სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს.

17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება გუშინ გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც ისინი ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ, დაკავებულების გათავისუფლებას, კანონების გაუქმებასა და ყველა მხარესთან დიალოგს მოითხოვენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×