რეზონანსი
13.07.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა შესაძლოა, უკრაინისთვის სამხედრო დაფინანსება გამოყოს. ამის შესახებ „სიბიეს ნიუსი“ ამერიკელ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს.

წყაროების თქმით, შესაძლო ახალი დაფინანსების წყარო უკრაინისთვის ჯერ კიდევ გაურკვეველია. თუმცა, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ტრამპს აქვს ხელთ 3.85 მილიარდი დოლარი, რომელიც დარჩა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის, სამხედრო ხარჯების შემცირების უფლებამოსილებიდან. ეს თანხა შესაძლოა, გამოყენებულ იქნას უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო ტექნიკის გასაგზავნად.

როგორც მედია წერს, კიევისთვის სამხედრო დახმარების დაფინანსების კიდევ ერთი შესაძლო გზა შეიძლება, იყოს დაახლოებით ხუთი მილიარდი დოლარის გაყინული რუსული აქტივების კონფისკაცია, თუმცა ჯერ არც ტრამპს და არც ბაიდენს არ უსარგებლია ამ მექანიზმით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×