რეზონანსი
13.07.2025

მექსიკის პრეზიდენტის, კლაუდია შეინბაუმის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ ტარიფებთან დაკავშირებით აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწევენ.

„ჩვენი კოლეგების გუშინდელი განხილვის საფუძველზე გვჯერა, რომ აშშ-სთან შეთანხმებას მივაღწევთ და, რა თქმა უნდა, უკეთესი პირობებით. გარკვევით გვესმის, რაზე შეგვიძლია ვითანამშრომლოთ აშშ-სთან და რაზე არა. არის რაღაც, რაც არასდროს, არასდროს, მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება და ეს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტია", - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ევროკომისიისა და მექსიკის პრეზიდენტებს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და კლაუდია შეინბაუმს წერილები გაუგზავნა და აცნობა, რომ თუ ისინი უკეთეს სავაჭრო პირობებზე 1-ელ აგვისტომდე ვერ შეთანხმდებიან, მაშინ აშშ ევროკავშირიდან და მექსიკიდან იმპორტირებულ საქონელზე 30%-იან ტარიფებს დააწესებს. დონალდ ტრამპი მექსიკის პრეზიდენტისთვის, კლაუდია შეინბაუმისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, რომ მექსიკა მას აშშ-ის „საზღვრის დაცვაში ეხმარება, თუმცა ეს საკმარისი არ არის".

„მექსიკამ ჯერ კიდევ ვერ შეძლო კარტელების შეჩერება, რომლებიც ცდილობენ მთელი ჩრდილოეთ ამერიკა ნარკოტრეფიკინგის სათამაშო მოედანად აქციონ. ცხადია, მე ამას ვერ დავუშვებ", - აღნიშნულია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×