რეზონანსი
13.07.2025

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა რუსეთის ინტერესების ინგორირება გადაწყვიტა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ის, რომ საბჭოთა კავშირმა ჩაიდინა „აუტოდაფე", მოახდინა თვითლიკვიდაცია, მე ვფიქრობ - ამ საკითხზე ჩემს წინამორბედებთან არასოდეს მისაუბრია - მომდინარეობდა იქიდან, რომ რუსეთი გახდებოდა ე.წ. ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. დასავლეთმა გადაწყვიტა: საბჭოთა კავშირი აღარ არსებობს, რატომ უნდა დავიცვათ წესები რუსეთის მიმართ, რომელიც არ ფლობს ისეთ პოტენციურ ძალას, რაც საბჭოთა კავშირს ჰქონდა? კარგი, ახლა ჩვენ რაღაცას ისე გამოვთვლით, როგორც გვინდა და ვიცხოვრებთ იმ წესებით, რომლებიც ჩვენ თვითონ შევქმენით ჩვენთვის, რუსეთის ინტერესების იგნორირებით", - აღნიშნა პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×