რეზონანსი
13.07.2025

ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრ „ბათუმი მოლმა" მუშაობა განაახლა.

როგორც „ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებამ უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ „ბათუმი მოლში" ევაკუაცია გამოცხადდა. როგორც სუს-ში აცხადებდნენ, საფრთხის შესახებ მიღებულ შეტყობინებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფების მიერ, „ბათუმი მოლში" უსაფრთხოების პროტოკოლით გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებები მიდინარეობდა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×