რეზონანსი
14.07.2025

ახალციხის საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის მათეს საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა უკვე არსებობს, საიდანაც ირკვევა, რომ ბავშვს სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა, რამაც მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ექსპერტიზის დასკვნის არ სჯერათ ოჯახის წევრებს. მათ ბევრი კითხვის ნიშანი აქვთ, რომელზეც პასუხებს ვერ იღებენ, სრულ პასუხისმგებლობას კი კერძო ბაღის ადმინისტრაციას აკისრებენ.

გარდაცვლილი ბავშვის დედა იხსენებს, რომ საბედისწერო დღეს შვილი ბაღში სრულიად ჯანმრთელი მიიყვანა. ანი ლომიძე ვარაუდობს, რომ ბაღში რაღაც მოხდა, რასაც ადმინისტრაცია ამ დრომდე მალავს. ამ ეჭვს ამძაფრეს აღმზრდელების ურთიერთგამომრიცხავი ბრალდებები.

ოჯახის წევრებს კითხვის ნიშნები აქვთ გარდაცვალების დროსთან დაკავშირებითაც. როგორც დედა იხსენებს, ბავშვი სასწრაფო დახმარების მისვლიდან მალევე კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ის უკვე რამდენი საათის გარდაცვლილი იყო.

"ტვ პირველი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×