რეზონანსი
14.07.2025

მდინარე ალაზანში შუა ხნის მამაკაცი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს, სოფელ კარდენახში მოხდა. ამავე სოფელში მკვიდრი იოსებ ჯაგაშვილი, ოჯახის ახლობლებთან ერთად, სუფრასთან იმყოფებოდა. სუფრიდან წამოსული კაცი კი მდინარეში საბანაოდ შევიდა.

ვარაუდობენ, რომ მამაკაცი დინებამ წაიღო და მასთან ერთად მყოფმა ადამიანებმა დახმარება ვერ შეძლეს.

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და სამაშველო ჯგუფები გამოიძახეს. თუმცა, მაშველებმა კაცი უკვე გარდაცვლილი იპოვეს.

მამაკაცის ცხედარი გურჯაანში, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

წყარო: knews.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×