რეზონანსი
14.07.2025

რადიკალები და აგენტები საკუთარი ქვეყნის სიძულვილში რომ ერთიანდებიან, ეს ახალი არ არის. „ლელო“ და გახარია ილუზიებში არიან. ილუზორული წარმოდგენა აქვთ, რომ, უდაბლესი რეიტინგის ფონზე, სადმე „ქართული ოცნების“ რაიმე ფორმით დამარცხებას შეძლებენ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მათიკაშვილის თქმით, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს არჩევნებზე.

„არჩევნები ძალიან მალე იქნება, ყველა პარტიის რეიტინგი კიდევ ერთხელ გაიზომება და დადასტურდება, რომ საქართველოში, მის პოლიტიკურ ზედაპირზე აგენტებს არ ესაქმებათ. რა თქმა უნდა, ეს იმ უმცირესი მხარდაჭერით იქნება გაზომილი, რასაც მიიღებენ. ისიც გვახსოვს, რომ მათი მხრიდან აბსოლუტურად ნიველირებული იყო მხარდაჭერა, რაც საპარლამენტო არჩენვებში მიიღეს. საკუთარ სამშობლოს ხომ ღალატობენ და იმ ხალხსაც ღალატობენ, ვინც იმ მომენტში მხარი დაუჭირა. ამ ყველაფერს ცალსახა ახსნა აქვს – საზოგოადებამ კარგად იცის, რომ „დიფ სთეითს“ საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უჭირს. ქართველი ხალხის მოტყუება და თვალებში ნაცრის შეყრა წარმოუდგენელია. სხვადასხვა ვარიანტს მუდამ ამუშავებენ, იქნებ სადმე ნაპრალი გაჩნდეს, ამით ისარგებლონ და საკუთარი რევანშისტური იდეების სისრულეში მოყვანა მოახდინონ. ასეთი სცენარი დახატულია – ორთოდოქსი, „ნაცების“ კასტა არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ იღებენ და ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან. მეორე ნაწილიცაა, რომლებიც ამბობენ, რომ არჩევნებში მონაწილეობას იღებენ და მემორანდუმი გააფორმეს – ეს კიდევ ერთი მცდელობაა, რომ საზოგადოებას თვალი აუხვიონ. ანუ, ამ ორ ძალას შორის მკვეთრი გამიჯვნის მცდელობა ხდება, რათა ცოდვებით, დანაშაულებით დამძიმებულ „ნაცმოძრაობას“ გაემიჯნონ „ლელო“ და გახარია და ისე იყოს აღქმული, თითქოს რაღაც შუაშისტური ძალა არიან. მათ არანაირი მემორანდუმი არ უშველით. ვერც ეს სცენარი იმუშავებს და, საბოლოოდ, გადაწყვეტილებას ხალხი მიიღებს. 64-ვე მუნიციპალიტეტში ყველა რადიკალი მწარედ დამარცხდება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ და „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ 4 ოქტომბრის არჩევნებზე თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. აღნიშნულთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ განაცხადეს, რომ „ქვეყანაში არ არსებობს არანაირი არჩევნები, ეს არის რუსული სპეცოპერაცია და რუსულ სპეცოპერაციაში ვინც შევა, აუცილებლად მიიღებს პასუხს“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×