რეზონანსი
14.07.2025

კრემლში აცხადებენ, რომ აშშ უკრაინაში იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდებას განაგრძობს.

„ბევრი სიტყვა ითქვა ( „პატრიოტის“ ტიპის სისტემების) მაღალ ფასზე და ა.შ. ახლა ისე გამოდის, რომ მიწოდების ფასებს ევროპა გადაიხდის. რაღაცას გადაიხდის, რაღაცას – არა, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ ამერიკა იარაღს და სამხედრო ტექნიკას უკრაინას აწოდებდა და ახლაც აწვდის“, – აღნიშნა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

რაც შეეხება აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენელის, კიტ კელოგის უკრაინაში ვიზიტს, პესკოვმა აღნიშნა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბატონი კელოგი, როგორც ტრამპის წარმომადგენელი, განაგრძობს შუამავლობის მცდელობებს რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების ფარგლებში“.

ამასთან, კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ კიევი არ ჩქარობს მოლაპარაკებების მესამე რაუნდის ჩატარებას.

„ჩვენ კვლავ ველოდებით წინადადებებს დროის შესახებ. რუსული მხარე მზადაა, განაგრძოს და ჩაატაროს მესამე რაუნდი“, – აღნიშნა პესკოვმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა არ დააკონკრეტა, Patriot-ის რამდენ სისტემას გადასცემს უკრაინას, თუმცა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს მათ ღირებულებას ევროკავშირი აუნაზღაურებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×