რეზონანსი
15.07.2025

გიორგი ბაჩიაშვილის ცემის ფაქტს "ღამის კურიერის" პირდაპირ ეთერში გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია. მისი შეფასებით, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ფაქტების გაყალბებით ცდილობს.

კირცხალია ამბობს, რომ პენიტენციური სამსახურის ოფიციალურ განცხადებაში ეჭვის შეტანის არავითარი საფუძველი არ არსებობს.

სპეციალურმა პენიტენციური სამსახურმა გიორგი ბაჩიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა.

"არ გვაქვს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვი შევიტანოთ პენიტენციური სამსახურის განცხადებაში. ბაჩიაშვილი სამარტოო საკანში არცერთი დღე არ ყოფილა. ბაჩიაშვილი არის მსჯავრდებული თაღლითობაზე და არის ჩვეულებრივი თაღლითი. რაღა უნდა დაამატო იმ განმარტებას, რომელიც პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა? ბაჩიაშვილი საუბრობდა, სადღაც მომიტაცეს, რაღაც ჩამომაცვეს, რაღაც მომელანდა, სადღაც გვირაბით გავძვერი... თაღლითის ეს განცხადებები ღიმილისმომგვრელია. ჰო, სამარტოო საკანში იჯდა, ვიღაც შეუშვეს და სცემეს... ესაა თაღლითის განცხადება", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×