რეზონანსი
15.07.2025

თევდორე მღვდლის ქუჩაზე კორპუსის ფასადის ჩამონგრევის შედეგად დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

49 წლის ქალი, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული, კონტაქტურია და ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებს. მას მაღალტექნოლოგიური კვლევები ჩაუტარდა. დაშავებულს თხემის ძვლის მოტეხილობა აქვს.

„პაციენტს ჩაუტარდა კომპიუტერული ტომოგრაფია პოლიტრავმის რეჟიმში. კონსულტირებულია ნეიროქირურგის მიერ. ამჟამად ოპერაციულ მკურნალობას არ საჭიროებს, თუმცა ფიქსირდება ქალა-სარქვლის მოტეხილობა. კონკრეტულად, თხემის ძვლის მოტეხილობა, საგიტალური სინუსის მიმდებარედ. ამჟამად, პაციენტის მდგომარეობა სავსებით დამაკმაყოფილებელია.

ნეიროქირურგის რეკომენდაციით, კომპიუტერული ტომოგრაფია განმეორდება კვლავ რამდენიმე საათის შემდეგ და დაკვირვების შედეგად გადაწყდება ოპერაციული მკურნალობის საკითხი“, - განუცხადა ჟურნალისტებს „გლობალ მედის“ საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალურმა დირექტორმა სოფიო ბაბუციძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×