რეზონანსი
15.07.2025

ბატონმა კახიმ მოგვაქცია ყურადღება და გადმოგვიყვანა, - განუცხადა ჟურნალისტებს ფრიდონ შუბითიძემ, რომელიც თევდორე მღვდლის ქუჩაზე ავარიულად ჩამონგრეული კორპუსის ბინადარი იყო.

მისივე თქმით, მთავრობა მათ გვერდით დაუდგა.

„ბატონმა კახიმ მოგვაქცია ყურადღება და გადმოგვიყვან აქ, მარტო ჩვენ კი არა, ბევრი მაცხოვრებელი, ვინც არის დაზარალებული, მოგვაქციეს ყურადღება", - განაცხადა ფრიდონ სუბითიძემ.

თევდორე მღვდლის ქუჩაზე ჩამონგრეული, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებში განათავსეს.

მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება ერთმა პირმა მიიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×