რეზონანსი
15.07.2025

უკრაინის მიმართ აშშ-ის პრეზიდენტის შეცვლილია, დონალდ ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ უფრო აგრესიული მოქმედებების მომხრეა.

ამის შესახებ „ფაინენშალ თაიმსი" წერს და დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის 4 ივლისის საუბრის დამატებით დეტალებს ასაჯაროებს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის პირდაპირ ჰკითხა, შესძლებს თუ არა უკრაინა მოსკოვზე იერიშს.

„ვოლოდიმირ, შეგიძლიათ, მოსკოვს დაარტყათ? სანქტ-პეტერბურგს?", - იკითხა დონალდ ტრამპმა, რაზეც უკრაინის ლიდერმა დადებითად უპასუხა.

„რა თქმა უნდა, შეგვიძლია, თუ იარაღს მოგვაწვდი", - უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×