რეზონანსი
16.07.2025

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, ბი­ო­ლო­გი ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი შვე­ულმფრე­ნით ოკე­ა­ნე­ში ჩა­ვარ­და. ძებ­ნის სა­მუ­შა­ო­ე­ბი უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვილ­მა სა­მეც­ნი­ე­რო კა­რი­ე­რა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბი­ო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლი­სის მცე­ნა­რე­თა ბი­ო­ქი­მი­ის ინ­სტი­ტუ­ტში და­ი­წყო. შემ­დეგ კი მან სა­კავ­ში­რო აკა­დე­მი­ის ბი­ო­ლო­გი­უ­რი ცენ­ტრი­სა და მო­ლე­კუ­ლუ­რი გე­ნე­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის ას­პი­რან­ტუ­რა და­ამ­თავ­რა.

მომ­დევ­ნო წლებ­ში ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი აშშ-ში, ჯერ ოლიმ­პი­ის (ვა­შინგტო­ნის შტა­ტი) "ევერგრინ სტე­იტ კო­ლე­ჯის" მო­ლე­კუ­ლუ­რი გე­ნე­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში პრო­ფეს­ო­რად, შემ­დეგ კი - სკრიპ­სის კვლე­ვე­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი მე­დი­ცი­ნის დე­პარ­ტა­მენ­ტში, უჯრე­დუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და დი­ფე­რენ­ცი­ა­ცი­ის გე­ნო­მუ­რი პროგ­რა­მე­ბის კვლე­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მი­იწ­ვი­ეს.

1990-იანი წლე­ბის შუა ხა­ნე­ბი­დან ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "დი­ვერ­სას" მო­ლე­კუ­ლუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტში, კომ­პლექ­სუ­რი მო­ლე­კუ­ლუ­რი კლო­ნი­რე­ბის, ე.წ. მი­მარ­თუ­ლი ევო­ლუ­ცი­ი­სა და კვლე­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლად მუ­შა­ობ­და.

2003-2013 წლებ­ში კი ის, პი­ტერ შულცსა და რი­ჩარდ დი­მარ­კის­თან ერ­თად, ბი­ო­ტექ კომ­პა­ნია AmbRX-ის სა­მეც­ნი­ე­რო დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მო­ლე­კუ­ლუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტო­რი იყო. ამ პო­ზი­ცი­ებ­ზე საქ­მი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კვლე­ვებს გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ექ­სპან­სი­ი­სა და გე­ნო­მუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ით "შემ­დე­გი თა­ო­ბის" ე.წ. სინ­თე­ტუ­რი ონ­კო­თე­რა­პი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის მო­ლე­კუ­ლუ­რი პრინ­ცი­პე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ახორ­ცი­ე­ლებ­და.

2014-2019 წლებ­ში ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი კორ­პო­რა­ცია DuPont-ში ჯერ გე­ნო­მუ­რი ინ­ჟი­ნე­რი­ი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბის უფ­რო­სი მე­ნე­ჯე­რის, შემ­დეგ კი დი­რექ­ტო­რის პო­ზი­ცი­ა­ზე მუ­შა­ობ­და. ბოლო წლებ­ში იგი კა­ლი­ფორ­ნი­ის ბი­ო­სა­მე­დი­ცი­ნო კვლე­ვე­ბი­სა და სკრიპ­სის ინ­სტი­ტუ­ტებ­ში საქ­მი­ა­ნობ­და,

იყო რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის გე­ნო­მუ­რი რეპ­როგ­რა­მი­რე­ბი­სა და სინ­თე­ტუ­რი ბი­ო­ლო­გი­ის პროგ­რა­მე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი, შემ­დეგ კი - კონ­სულ­ტან­ტი, 2020 წლი­დან კი ის გე­ნო­მიქ­სის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლის პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და.

ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის კვლე­ვე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებ­სა და სა­მეც­ნი­ე­რო-ტექ­ნო­ლო­გი­ურ ინ­ტე­რე­სებს გე­ნე­ტი­კუ­რი კო­დის ექ­სპან­სია, გე­ნო­მე­ბის რე­დაქ­ტი­რე­ბა, სინ­თე­ტუ­რი სი­ცო­ცხლე და ევო­ლუ­ცია, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბი­სა და ახა­ლი თა­ო­ბის იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი დი­ზა­ი­ნი წარ­მო­ად­გენ­და. იგი არა­ერ­თი სა­მეც­ნი­ე­რო და ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი პუბ­ლი­კა­ცი­ი­სა და პა­ტენ­ტის ავ­ტო­რია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ცოტ­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მფრი­ნა­ვი იყო, ასე­ვე იყო ფრე­ნის სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­სტრუქ­ტო­რი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×